ეკა გიგაური - დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, ადგილი, სადაც ჩატარდა თათბირი და ადგილები, სადაც იგეგმებოდა მოწმობების დაბეჭდვა

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა მთავარი პროკურატურა დატოვა.

როგორც გიგაურმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც პროკურატურას შესაძლებლობას აძლევს გამოძიება ეფექტურად წარმართოს.

გიგაურის განცხადებით, გამომძიებლებმა ჰკითხეს, ხომ არ სურდა წყაროს ვინაობის გამხელა, რაზეც გიგაურმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად მათ ჰქონდათ უარის თქმის უფლება და ეს უფლება გამოიყენეს. ეკა გიგაურის განცხადებით, მათ გამოძიებისთვის ახალი არაფერი უთქვამთ, ვინაიდან მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გავრცელებულ განცხადებაშივეა აღნიშნული.

მისივე განმარტებით, გამომძიებლები ასევე დაინტერესდნენ, მოხდა თუ არა არასამთავრობო სექტორისგან წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რაზეც გიგაური აღნიშნავს, რომ ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით, განცხადება სწორედ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავრცელდა.

„მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გვიწერია განცხადებაში. ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გვკითხეს, გვაქვს თუ არა სურვილი დავასახელოთ წყარო, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით კანონის შესაბამისად. მათ ასევე აინტერესებდათ, რა გარემოებებში მივიღეთ ინფორმაცია, გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციის ნაწილი გადავამოწმეთ და ამის გამო გავაკეთეთ განცხადება. თუ არის უნდობლობა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თვითონ გადაამოწმონ, ვინაიდან ისინი არიან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები. ამავდროულად, ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, ადგილი სადაც ჩატარდა თათბირი და ადგილები, სადაც იგეგმებოდა მოწმობების დაბეჭდვა“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო