შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, 14 წლის წინ დაკარგულ 11 წლის ბიჭთან დაკავშირებით იაგო ნებიერიძემ ჩვენება მისცა და ამის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი

შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის ინფორმაციით, გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილთან დაკავშირებით დამატებითი ჩვენება მისცა.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მან მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი, აღებული იქნა დოკუმენტური მასალა და ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა საბანაძემ.

შეგახსენებთ, გორის ცენტრში სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.

იხილეთ ვიდეო: უახლესი ინფორმაცია 14 წლის გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებებზე - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი გორიდან

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა