მიხეილ ბენიძე - თვითონ ის ადამიანი არ ესწრებოდა თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ

თვითონ ის ადამიანი არ ესწრებოდა თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წყარო ასევე არ ესწრებოდა, სავარაუდოდ, ყალბი პირადობების ბეჭდვის პროცესს, რის გამოც მას კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს.

როგორც ბენიძემ აღნიშნა, წყარომ აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში ჩატარებული თათბირის შემდეგ გაიგო, თუმცა მტკიცებით ფორმაში ვერ საუბრობს, ამ თათბირზე მოხდა თუ არა ამ საკითხის განხილვა. მისივე განცხადებით, ის აპირებს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდებას, რათა გამოძიებამ დაადგინოს ჭეშმარიტება.

„ვაპირებ იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც გავრცელებულია ჩვენს განცხადებაში. ჩვენ ზოგადად რაიმე სხვა, საიდუმლო ინფორმაციებს არ ვფლობთ. ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ვსაუბრობთ იმ ფაქტებზე საჯაროდ, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი. თვითონ ეს ადამიანი არ ესწრებოდა იმ თათბირს, საიდანაც გავრცელდა ინფორმაცია ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ, მან ეს გაიგო, ეს ინფორმაცია გამოვიდა ამ თათბირიდან. მე რამდენადაც ვხვდები, წყარო არ შესწრებია უშუალოდ დაბეჭდვის ფაქტს, ამიტომ არ აქვს ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის