ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება - მოვუწოდებ ყველას, გაუფრთხილდეს ამ რეპუტაციას

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასთინ მაქენზი სმითი აცხადებს.

„დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ ამას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება” , - წერს ელჩი ტვიტერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა