ჟან კლოდ იუნკერი - საქართველოსა და ევროპის ბედი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია

დღეს საქართველოსა და ევროკავშირისთვის განსაკუთრებული დღეა. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის ბედი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. „დღეს განსაკუთრებული და დიდი დღეა საქართველოსა და ევროკავშირისთვისაც. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას და ეს ეხება ორივე მხარეს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. ეს არის ის პარტნიორობა, რომელიც დიდი ხანია ვითარდებოდა. ჩვენ საერთო ისტორია და გეოგრაფია გვაქვს. მე საქართველოში პირველად მიმდინარე წლის 26 მაისს ვიმყოფებოდი და მქონდა პატივი მენახა, რამდენად გამბედავია ქართველი ხალხი, რამდენად დიდი ამბიცია აქვს ამ ერს, რომ ევროპის ოჯახში დაბრუნდეს. მე მიმაჩნია, რომ ევროპის და საქართველოს ბედი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ორივეს ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას, საქართველოში რეფორმები განხორციელდეს და ჩვენი მხარდაჭერაც მით უფრო დიდი იქნება.

2014 წლიდან 90 მილიონი ევროს დახმარება გამოვყავით საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალისხმევის განსახორციელებლად და ახლაც, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოიყოფა“, - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ბრიუსელში ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო