მამუკა ბახტაძე - მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, თუმცა რუსეთი იტაცებს, აწამებს, კლავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა

ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა ევროპელ პარტნიორებს თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. „მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ ფინანსურ შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია. გვინდა, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა და უფრო ფუნქციური დატვირთვა იქონიოს ამ ურთიერთობამ.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა უსაფრთხოების საკითხები საქართველოში და მშვიდობიანი გადაჭრის საკითხები. თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს რუსეთის პროვოკაციის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად ინტენსიური ხდება.

ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა. ამ ძალიან რთულ კონტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა განცხადება. ყველა განცხადებას ვაფასებთ იმისათვის, რომ ევროკავშირმა გაამახვილოს ამაზე ყურადღება და იქონიოს რეაგირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო