კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო „ქართუს“ მიერ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს

ფონდმა „ქართუმ“ მხოლოდ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 45,266 მილიონ ლარი დახარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს.

მათივე განცხადებით, მოქალაქეების მეტი ინფორმატიულობის მიზნით, სააგენტო თავს ვალდებულად მიიჩნევს, სრულად წარმოაჩინოს „ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ ინიციატივით 13 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა და მათი მიზნობრიობის სტრუქტურა.

„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის“ მიერ 2005-2012 წლებში 23 მილიონ 400 ათასი ლარის საერთო ღირებულების თანხით დაფინანსდა რამდენიმე ასეული საკულტო ნაგებობის სარეაბილიტაციო პროცესი, რაც ამ დროის ინტერვალში განხორციელებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტების ძირითად უმრავლესობას წარმოადგენდა.

გაცილებით მოცულობითი იყო 2012-2018 წლებში ფონდის მიერ გაღებული ფინანსური სახსრების ოდენობა, რომელმაც 6 წლის განმავლობაში 45 მილიონ 266 ათასი ლარი მოიცვა. 2012 წლიდან სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი შეეხო 801 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლს. ამავდროულად რეაბილიტირდა 12 ებრაული საკულტო ნაგებობა, 2 სომხური ხუროთმოძღვრული ძეგლი, დაფინანსდა 13 სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, სრული კონსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობის 4 ობიექტს, გამოიცა 4 სამეცნიერო ნაშრომი. 2 ეროვნული კატეგორიის ძეგლზე დაფინანსდა 3D ლაზერული სკანირებისა და სამეცნიერო კვლევის პროექტი.

2005-2018 წლებში ფონდი „ქართუმ“ 68.7მლნ ლარით დააფინანსა “ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი” რომელმაც თავის მხრივ განახორციელა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პროცესში სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დონორი ინსტიტუტის - ფონდი „ქართუს“ დაფინანსების ქვეშ მოქცეული ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი ძეგლებიდან გამორჩეულია: ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესი, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მთაწმინდის მამა-დავითის ტაძარი, მუცოს ციხე-სოფელი, მესტიის ისტორიული კოშკები, სოფელი ჩაჟაშის არქიტექტურული კომპლექსი, გერგეთის სამების ტაძარი, ფოკას სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის მონასტერი, ზუგდიდის ნიკო დადიანის სასახლე, ანანურის სამონასტრო კომპლექსი, საფარასა და ბოდბის ეკლესიები, აწყურის ციხე და საკათედრო ტაძარი, კუმურდოს საკათედრო ტაძარი, სამთავისის სამონასტრო კომპლექსი, ყინწვისის მონასტერი, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა მრავალი“, – აცხადებენ სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა