ანონსი  22 ნოემბერი

22 ნოემბერს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრები ბელა ბერიშვილი, თამარ ნიშნიანიძე, ლელა რაზიკაშვილი, თეა მაჭავარიანი და „საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდის“ წარმომადგენელი თამარ ციხისელი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: გიორგი ვაშაძის განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 ნოემბერს, 10:30 საათზე, "საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კარლო კოპალიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

22 ნოემბერს, 11:00 საათზე ,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გამართავს კვლევის პრეზენტაციას - „უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი“. კვლევა მოიცავს სათანადო საცხოვრებლის უფლებასა და იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ანალიზს, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებით.

მის.: ჭოველიძის ქ. #10, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისი

საკონტაქტო პირი სალომე აჩბა - 593 73 75 03

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია„მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში “Radisson Blu”, ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში- დაძმობილების პროექტის დასრულებაზე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას გახსნიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი კესტუტის ნავიცასი.

22 ნოემბერს, 11:30 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

22 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თსუ-ს პროფესორის, ასმათ შენგელაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გიორგი ვაშაძის განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 ნოემბერს, 11:30 საათზე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ოფისში, საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

მის.: კოსტავას ქ. #75ბ

საკონტაქტო პირი ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

22 ნოემბერს, 11:30 საათზე, გრიპის უფასო ვაქცინაციის აქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

მის.: მ. ასათიანის ქ.N9, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა

22 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდება.

მის.: სანაპიროს ქ. #4

22 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის თამარ ტალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრისას ონკოპაციენტებზე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, პარლამენტის წევრ გენადი მარგველაშვილთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი გუნდის წევრებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

მის.: ქუთაისი, #32-ე საჯარო სკოლა

22 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიტიკური პარტიები "მემარცხენე ალიანსი" და "პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" დაასახელებენ კანდიდატურის ვინაობას, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუჭერენ მხარს.

მის: გუდიაშვილის ქ. 5

საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი, მობ: 598 700 642

22 ნოემბერს, 13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

22 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულში მოსახლეობას შეხვდება.

მის.: მარნეული, რუსთაველის ქ. #108, კულტურის სახლი

22 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდება.

მის: გორი, შინდისის გზატკეცილი 17 (კულას ქარხანა)

22 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი პროფესორ ილია აბულაძის სახელობის მოედანს გახსნიან.

მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო პირი თამუნა აბრამიშვილი - 599 92 18 00

22 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება ,,გამა“-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: რუსთავი, მშენებელთა ქ. #17,რუსთავის ისტორიული მუზეუმი

საკონტაქტო პირი თამარ აქუბარდია - 591 01 34 00

22 ნოემბერს, 15:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

22 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდება.

22 ნოემბერს, 16:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის - აწარმოე უკეთესი მომავლისთვის პრეზენტაცია.

22 ნოემბერს, 17:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების მიზნით შემუშავებული პროგრამის პრეზენტაციას ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართავს.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო პირი დათო კაკულია - 577 11 05 56

22 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება - „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა