რუსი კინემატოგრაფისტი საქართველოში არშემოშვებაზე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო

საბავშვო იუმორისტული ტელჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი მისი, რეჟისორ ალექსანდრ შეინისა და პროდიუსერ ვლადიმერ პიროჟკას საქართველოში არშეშვების ფაქტს ეხმაურება.

„დღეს თბილისში უნდა გახსნილიყო ფესტივალი „პაემანი რუსეთთან“. ქვეყანაში იმის გამო არ შეგვიშვეს, რომ აფხაზეთში ვიყავით ნამყოფი. თავაზიანად გამოგვაცილეს და თვითმფრინავში ჩაგვსვეს. მე უკვე მოსკოვში ვარ. რა თქმა უნდა საწყენია. არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში. ჩვენ ისე ვემზადებოდით და ბევრი საინტერესო რამ მოვამზადეთ“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ გრაჩევსკიმ.

მისი თქმით, ფესტივალის წარმომადგენლები, ვინაიდან საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობს, შვეიცარიის საელჩოს დაუკავშირდნენ, ჰქონდათ მოლაპარაკება, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ურყევი იყო. „დაიკარგა დრო, არ არის ჩემოდნები, მოძებნიან. მთელი ისტორიაა“, - განაცხადა გრაჩევსკიმ.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რუს კინემატოგრაფისტებს, რომლებსაც დღეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, დარღვეული აქვთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო