ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

"შემოყვანილია მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობით, ნაწლავების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით, ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე",- აღნიშნა ორჟონიამ.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამძოებო მოქმედებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს