სოსო გიორგაძემ შესაძლოა არასამთავრობო სექტორის ნაწილთან სამართლებრივი დავა დაიწყოს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ, შესაძლოა, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან, მათ მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სამართლებრივი დავა დაიწყოს.

როგორც სოსო გიორგაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდგომ განაცხადა, ეს დამოკიდებულია პროკურატურის დასკვნასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. გიორგაძის თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილის ბრალდება სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.

"წარმოვადგინე კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ვიყავი მივლინებაში და არანაირი დოკუმენტის გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. რადგან აქცენტი კეთდებოდა არაელექტრომოწმობებზე, წარვადგინე დოკუმენტაცია, რომ შემცირებულია ასეთი მოქალაქეების რაოდენობა. ამ ყველაფრის ფონზე, მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, მოიხდიან თუ არა ამ ბრალდების ავტორები ბოდიშს და მაქვს კითხვა, რაში დასჭირდათ ასეთი სიცრუის და სიყალბის მოგონება. ბუნებრივია დაველოდები შედეგებს და მე ვიბრძოლებ ყველგან ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, სადაც კი შესაძლებელია", - განაცხადა სოსო გიორგაძემ. მისივე თქმით, ორშაბათს სააგენტოს დეტალურ სამუშაოებს და შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი არასამთავრობოების ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო