ანა დოლიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე - ეს იყო უხამსი ჭორაობა საჯარო პირის პირად ცხოვრებაზე

საწოლ ოთახში ძრომიალი, საჯარო სივრცეში არც ნიკა გვარამიას და არც არავის გასარჩევი არ არის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტელეკომპანია“რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან სატელევიზიო ეთერით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ანა დოლიძემ ნიკა გვარამიას განცხადებას არაეთიკური უწოდა. მისი თქმით, გვარამიას არაეთიკურ განცხადებაზე პოზიციას გამოხატავს, როგორც საზოგადოების წევრი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანის პირად ცხოვრებაზე საჯარო სივრცეში საუბარი მიუღებელია.

„პოლიტიკაში, საჯარო სივრცეში არსებობს წითელი ხაზები და როდესაც რომელიმე ძალა ამ წითელ ხაზებს არღვევს, ბუნებრივია, საზოგადოებამ შესაბამისი რეაქცია უნდა გამოავლინოს. ეს იყო უხამსი ჭორაობა, რომელიმე საჯარო პირის პირად ცხოვრებაზე, ეროვნული დონის ეთერით. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს წითელი ხაზების გადაკვეთაა. ეს არის კანდიდატის საწოლ ოთახში ძრომიალი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, ოღონეს მათ დროს ხდებოდა ჩვეულებრივი კამერებითა და მიკროფონებით. ახლა კი ეს სიტყვით ხდება. მგონია, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მგრძნობიარეა. არის თემები, რომელსაც საზოგადოება არ ეხება აქ, შედის ოჯახი, ბავშვები, მცირეწლოვნები. ისინი არ უნდა დავაზიანოთ და ეს არის წითელი ხაზი, რომელიც გუშინ გადაკვეთა ნიკა გვარამიამ. მე, როგორც საზოგადოების წევრი გამოვხატავ ჩემს უკმაყოფილებას და აღშფოთებას და მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ არსებობს გარკვეული წესები და გარკვეული ფარგლები, რომელიც უნდა დაიცვან. გააკრიტიკონ კანდიდატის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკური განცხადებები, პროფესიული ბიოგრაფია, მაგრამ საწოლ ოთახში ძრომიალი საჯარო სივრცეში, არც ნიკა გვარამიას და არც არავის გასარჩევი არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, რადენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პირადი ცხოვრების შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე იოსელიანმაც გააკეთა, რაც ასევე მიუღებელი იყო. მისი თქმით, გვარამიას გუშინდელი განცხადება სწორედ არაეთიკურობის იგივე გაგრძელებაა.

„მაშინაც აღმაშფოთებელი იყო ჩემთვის ეს განცხადება, მაშინ საზოგადოებას ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა ამ თემაზე. მსგავსი განცხადებებზე ნებისმიერი მხრიდან უნდა ვაჩვენოთ, რომ არის წითელი ხაზები და ჩვენ როგორ საზოგადოება არ მივიღებთ ამ ტიპის ორღობის ჭორაობას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა