გრიგოლ ვაშაძე - სამსაათიანი ჯოჯოხეთი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტში მოუწყეს, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი

სამსაათიანი ჯოჯოხეთი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტში მოუწყეს, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტში გაკეთებული იმ განცხადებების ფონზე, რომლებსაც ოპოზიცია ხელისუფლებისთვის ნაჩვენებ „ყვითელ ბარათად“ აღიქვამს, ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს განცხადებები მასაც არ მოეწონა.

„მე, ევროპარლამენტარების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის სამსაათიანი ჯოჯოხეთი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ იქ მოუწყეს, მართალი გითხრათ, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი. არ მინდა, რომ ჩემი სამშობლო ასეთი ტკივილით და მძიმე გამოცდილებით მოპოვებულ რეპუტაციას ასე ადვილად ხარჯავდეს. ოთხი თვის მანძილზე ჩვენი შტაბის ყველა წევრი აფრთხილებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენი მოკავშირეების საელჩოები, რომლებიც თბილისში მოქმედებს, უსაქმოდ არ სხედან. ყოველ ფაქტზე ხდება დედაქალაქის ინფორმირება, საიდანაც ინფორმაცია კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა შტოებამდე, მათ შორის ევროპარლამენტარებამდე მიდის. „ომეგა-იბერიის საქმე“, ყალბი პირადობების დაბეჭდვა, ჩვენი მხარდამჭერების ცემა - ყველაფერზე მიდის ინფორმაცია და ჩვენ ცივილიზებულობის ნიშნებს ვკარგავთ ამ ბრძოლაში, რომელიც ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მთელ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინ დებატები გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ევროპელი დეპუტატების ნაწილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს