გრიგოლ ვაშაძე - შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ ზაზა ოქუაშვილი კიდევ ბევრჯერ „გაახარებს“ „ქართულ ოცნებას“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას ის უყურებს, როგორც მრავალსერიან მხატვრულ ფილმს.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილის მიერ ბოლო თვეების მანძილზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მისთვის სრულიად საკმარისია.

„მას შემდეგ, რაც ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დაიწყო, მე ამას ვუყურებ როგორც მრავალსერიან მხატვრულ ფილმს. ოქუაშვილი ასახელებს ფაქტს და შემდეგ ეს ფაქტი მყარდება მტკიცებულებით. გუშინ მან თქვა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინება დიდი ბრიტანეთის სასამართლოს და ფრანგულ გამოძიებას. აუცილებლად გამოქვეყნდება ეს ყველაფერი. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ზაზა ოქუაშვილის მიერ სამი-ოთხი თვის მანძილზე საზოგადოებისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია. ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მას მტკიცებულება აქვს და შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ ის აუცილებლად კიდევ ბევრჯერ „გაახარებს“ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო