კახა კალაძე - მოვუწოდებთ არასამთავრობოებს, ადეკვატური შეფასება მისცენ მიხეილ სააკაშვილის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას. ამის შესახებ კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.

დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კალაძის პასუხი სააკაშვილს ახალ წლამდე, ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით: "ხელისუფლებას უმკაცრესი რეაქცია ექნება"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს