გიორგი აბდალაძე - ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი - თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის!

ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი - თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის, - ამის შესახებ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ განუცხადა და იქვე დასძინა, რომ დღევანდელი დღე მისთვის ძალიან ემოციურია.

"ვინც ჩვენ გვაწამა ციხეში და უსამართლოდ მოგვექცა, თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, ჩვენ მაინც მოგიგებთ და მაინც მოვიგეთ. ვაშაძეს ვეუბნები, კაცობა იქონიე, გამოდი და ბოდიში მოგვიხადე მე და ჩემ კოლეგებს. ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი, ხიზანიშვილი - თქვენ ხართ გამყალბებლები ჩვენი საქმის.

დღეს სამართალი დადგა და სამართალმა იზეიმა ჩვენ ოჯახებში, ჩვენ კოლეგებში. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენს გვერდით იდექით. დიდი მადლობა, ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ. დღეს შედეგია თქვენი გამარჯვება და იმათი დამარცხება, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა. ემოციებს ვერ ვმალავ", - განაცხადა აბდალაძემ.

სააპელაციო სასამართლომ წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები უდანაშაულოდ სცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს