რომან გოცირიძე - ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება განსაკუთრებით კატასტროფულია ქვეყნის მდგომარეობის აღწერის კუთხით

იმის მიუხედავად, რომ „ომეგა“ ჯგუფთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია მოვისმინოთ, ზაზა ოქუაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება განსაკუთრებით კატასტროფულია ქვეყნის მდგომარეობის აღწერის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის შეფასებით, ის რაზეც ოქუაშვილი საუბრობს, ადასტურებს, რომ ქვეყანაში ბიზნესი დათრგუნული და დაშინებულია.

“ფაქტობრივად სახელმწიფოს რესურსი, სახელმწიფო ინსტიტუტები და არაფორმალური ზეგავლენა ბიზნესმენზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გამოიყენება. თუკი პოლიტიკურად ლოიალური არა ხარ, განადგურდები - ასეთი მესიჯი გავიგეთ ჩვენ გუშინ. ეს არის დანაშაულის შემცველი ფაქტები, რომელსაც თავის დროზე აუცილებლად გამოიძიებენ. ამ ყველაფრის გაგრძელება იქნება ის, რომ “ომეგა“ ჯგუფს კვლავ არ მისცემენ აქციზურ მარკებს და ფაბრიკა არჩევნების შემდეგ შეიძლება გაჩერდეს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2“-თან საუბარში განაცხადა, მას ბიძინა ივანიშვილი ტელე “იმედის” ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ომეგა ჯგუფი” აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო. ოქუაშვილი ასევე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ”ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა.

ოქუაშვილმა “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე მოწერილი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო