ირაკლი გედენიძე - გვაქვს უფლება, შევიტანოთ სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად

ის მოლოდინი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გაგვიჩნდა, ცხადია, დღეს დადასტურდა. ამის ყოველთვის ყველას სჯეროდა, მითუმეტეს, ჩვენს კოლეგებს, - ამის შესახებ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულმა ფოტორეპორტიორმა, ნათია გედენიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართელებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

"თუ ადამიანი შენს საქმესთან, შენს თავთან და შენს გარემოცვასთან ხარ მართალი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წელი და საათი გავა, შენი სიმართლე აუცილებლად დადასტურდება. დღეს რომ ეს შედეგი დადგა, ამის ნათელი მაგალითია", - აღნიშნა ნათია გედენიძემ.

განაჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა ასევე ირაკლი გედენიძემ.

„რა თქმა უნდა, ველოდით, რომ ეს განაჩენი დადგებოდა, მაგრამ ძალიან ემოციური იყო, ახლა ბოლომდე კიდევ ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციებს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩვენი სამართლიანობის. ჩვენ დავისაჯეთ რეალურად ჩვენი პროფესიის გამო, ცივი გონებით ვიღებდით იმ ღამეს, შემდეგ გავაშუქეთ. ეს ფაქტორი გაითვალისწინა მოსამართლემაც. დიდი მადლობა ყველას, პროკურატურას, გამოძიების ფარგლებში შესრულებული სამუშაოსთვის. დღეს გავიგეთ, რომ გვაქვს უფლება, შევიტანოთ სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. ვიფიქრებთ ამაზე და უმოკლეს დროში შეგატყობინებთ“, - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ყოფილმა მსჯავრდებულმა ზურაბ ქურციკიძემ.

„მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, დაგვაფასა, ვინც დადიოდა მაშინ ჩვენს დასაცავად აქციაზე, 8 წლის წინ. ამ ეტაპზე ზიანის ანაზღაურებაზე არ გვიმსჯელია. ახლა მორალურად ავინაზღაურეთ ის, რომ გავმართლდით და ბრალი აღარ გვაქვს. სამართლიანობა აღდგა. რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი გვქონდა, რადგან არასდროს ჩაგვიდენია ის, რაც მაშინ დაგვაბრალეს", - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები უდანაშაულოდ სცნო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს