მიხეილ ბენიძე - თეა წულუკიანი აგრძელებს მცდელობას, საიდანღაც ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები დაადგინოს, რაც სიცრუეა

იუსტიციის მინისტრი აგრძელებს მცდელობას, საიდანღაც ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები დაადგინოს, რაც მოგონილი სიცრუეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განუცხადა.

ბენიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ტყუილში გამოიჭირეს“.

„ნიშნის მოგებითი დამოკიდებულება ქალბატონი წულუკიანის და მისი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირების შესახებ ბრალდებები პირველი არ არის. გასაგებია, რომ ის აგრძელებს თავის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ეს კავშირები საიდანღაც დაადგინოს, მაგრამ ეს არის მოგონილი, სიცრუე და ტყუილი, შესაბამისად, საფუძველს მოკლებული. დანარჩენად, მისი მცდელობა და განცხადებები, რომ ვიღაცა ტყუილში გამოიჭირა, არის მიუღებელი, მით უმეტეს, გამოძიების დასრულებამდე. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას, მით უმეტეს, როცა თავად ამბობს, რომ გამოძიება გაგრძელდება. მნიშვნელოვანია გამოძიება გაგრძელდეს და ის დაეყრდნოს არა მხოლოდ გამოკითხვების შედეგად მიღებულ ინფორმაციებს, არამედ უნდა ჩაატაროს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არის საკმარისი დეტალები, რომ სხავადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ის გამოეხმაურა ასევე პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ არასამთავრობოები წყაროს დასახელებისგან თავს იკავებენ. ბენიძე მიიჩნევს, რომ ამაზე აპელირება დაუშვებელია, რადგან ჩვენებებში გაჟღერებული იყო კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც შეიძლება გამოძიებას გამოადგეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გამოძიებას ნამდვილად არ ეხმარება მთავრობის წევრების წინასწარი განწყობა იმის შესახებ, რომ ვინმე ტყუილში გამოიჭირეს და ა.შ.

„თუ ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა რაღაცა საიდუმლო ინფორმაციებზე, რომელზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს ასე არ არის. ჩვენ განცხადებაში აღვწერეთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ცნობილი არის. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს მოკლებული ვართ, რომ ჩავატაროთ გამოძიება და დავადგინოთ კონკრეტული გარემოებები, საჯაროდ არსებული ინფორმაცია გადავამოწმეთ და დადასტურდა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სააგენტოში მომუშავე ადამიანების მხრიდან. დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება, ისეთ ინფორმაციასთან გქვონდა საქმე, რაზეც ჩვენი მხრიდან რაიმე მოქმედებების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რაც წვდომას მოგვცემდა გარკვეულ მასალებზე, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომელსაც ევალება, მსგავს სიტუაციაში დაადგინოს საქმის გარემოებები და მოიპოვოს კონკრეტული მასალები, რაც შეიძლება ამ საქმეში ფიგურირებდეს“, - განაცხადა ბენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა