კახა კალაძე - ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია, ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა

ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "ომეგა ჯგუფის " ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

იხილეთ ვიდეო: კალაძე ზაზა ოქუაშვილზე: "ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა