ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილზე - ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, ნორმალური არ იქნებოდა

ბრალი რომ წაგვეკითხა ადამიანისთვის, რომელიც ლოგინზე იყო მიჯაჭვული და გონზე არ იყო, არ იქნებოდა ნორმალური,- ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს სტატუსი.

გომელაურის თქმით, არაკონტაქტური ადამიანისთვის ლოგინთან ბრალის წაკითხვა ადამიანური თვალსაზრისით, არ იქნებოდა სწორი.

„მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როდესაც ადამიანი არ იყო კონტაქტური, მიჯაჭვული იყო ლოგინზე და წაგვეკითხა ბრალი, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. არ შედის ჩემს კომპეტენციაში ბრალი უნდა წაეკითხათ თუ არ უნდა წაეკითხათ, უბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას შემოაბრუნებდნენ - ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, რა მტკიცებულებებია ამ საქმეზე გარდა სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრებისა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ფიგურურებს, გომელაურმა უპასუხა, რომ კადრების გარდა, საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.

„ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ტელეფონის ნომრები და უამრავი მასალაა, რაზეც ახლა ვერ ვსაუბრობ. გამოძიება დამთავრდება და გასაჯაროვდება ალბათ. მე მინდა, რომ გასაჯაროვდეს,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა