სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული - ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება

როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამებით არის დაკავებული – ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

როგორც კაპანაძემ განმარტა, გიორგი გახარია პარლამენტში მიწვეულია საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში და უმცირესობა მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს მას.

კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ დასაზუსტებელი და შესათანხმებელი არაფერია და ყველაფერი მინისტრზეა დამოკიდებული.

„გიორგი გახარია პარლამენტში დაბარებულია უმცირესობის სხდომაზე, უმცირესობა მზად არის მიიღოს ნებისმიერ დღეს, მაგრამ როგორც ჩანს, მოსვლას არ აპირებს. სხვა რა არის შესათანხმებელი, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, უმცირესობას შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე და სხვა გახმაურებულ საქმეებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა