ქეთევან ციხელაშვილმა ახალი საგრანტო პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" წარმოადგინა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა ახალი საგრანტო პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამუშავდება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში. თქვენ იცით, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას პარლამენტმა ფაქტობრივად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ივნისში. დღეს მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ამ გეგმის როგორც სამართლებრივი, ისე ინფრასტრუქტურული და ფინანსური კომპონენტები ძალიან მალე იყოს სრულად ამოქმედებადი. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს ვქმნით იმისთვის, რომ წავახალისოთ ვაჭრობა ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ და მივცეთ შეღავათი იმ ხალხს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება განგრძობადი რუსული ოკუპაციის პირობებში. დღეს ვქმნით პროგრამას ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც ჰქვია "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის". ეს საშუალებას მისცემს გამყოფი ხაზების, პირობითად, აქეთ და იქით მცხოვრებ მოსახლეობას, წარადგინოს ბიზნესპროექტები, დაკავშირებული გამყოფ ხაზებს გასწვრივ ვაჭრობასთან და სადღაც 7-დან 35 ათას ლარამდე საერთო პროექტებისათვის მიიღონ გრანტის ფორმით დახმარება", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ამ ადამიანების ოჯახებისთვის შესაძლოა იყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა. "ეს სიახლე, რა თქმა უნდა, მოიცავს ყველა მაცხოვრებელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა", - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა