კონგრესის წევრი დონალდ ტრამპს - ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს იყო საუდის არაბეთის ძუკნა

ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს იყო საუდის არაბეთის ძუკნა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესის წევრი, „დემოკრატი“ ტულსი გაბარდი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად დარჩება მიუხედავად იმისა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე კითხვებია დარჩენილი.

ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჯამალ ხაშოგთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაული საზარელი იყო და ჩვენი ქვეყანა ამის პატიებას ვერ შეძლებს. ამავდროულად, ჩვენ ხისტი ზომები მივიღეთ მათ წინააღმდეგ, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ დანაშაულთან. მეფე სალმანი და მემკვიდრე პრინცი მუჰამედი მტკიცედ უარყოფენ, რომ რაიმე იცოდნენ ხაშოგის მკვლელობის დაგეგმვასა და შესრულებაზე. ჩვენი სპეცსამსახურები განაგრძობენ არსებული მონაცემების ანალიზს, თუმცა, შესაძლებელია, რომ მემკვიდრე პრინცი საქმის კურსში იყო: შეიძლება იცოდა, ან შეიძლება არ იცოდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ირგვლივ ყველა ფაქტი შეიძლება არასოდეს დადგინდეს.

შეგახსენებთ, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო, რომელსაც ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც რეგულარულად იყენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა