პროკურორი - დაცვის მხარე დღევანდლამდე საუბრობდა, თითქოს მალხაზ კობაური იმპოტენტია,  რაც სიმართლეს არ შეესაბამება

დაცვის მხარე დღევანდელ დღემდე საუბრობდა, თითქოს მალხაზ კობაური იმპოტენტია და არ შეუძლია სქესობრივი კავშირის დამყარება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი სპერმა არის უამრავ საგანზე აღმოჩენილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, მალხაზ კობაური შემთხვევამდე პორნოგრაფიულ საიტებს ათვალიერებდა. „გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, მალხაზ კობაურმა დაათვალიერა პორნოგრაფიული ხასიათის საიტები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ინტერესს, აღნიშნული კუთხით.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მრავალად არის აღმოჩენილი ლორა ჯოი სმიტის გვამზე სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სიცოცხლის პერიოდში მასზე განხორციელებულია ძალადობა.

ლორა ჯოი სმიტის უკანა ტანში აღმოჩენილია მალხაზ კობაურის სპერმა. კობაურის სპერმა აღმოჩენილია, როგორც ლორა ჯოი სმიტის საცვალზე, ასევე მოკლე შორტზე, რომელიც მას მომხდარი ფაქტის დროს ეცვა, ასევე მალხაზ კობაურის საცვალზეც. ეს კიდევ ერთხელ მიუთიუთებს იმ ფაქტზე, რომ იმ დღეს ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს, კერძოდ, ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურებას“, - აცხადებს პროკურორი.

მისივე თქმით, გამოძიების ეტაპზე კობაურის მიერ გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენება საქმეში არსებულ მასალებს ემთხვევა. „ინფორმაცია, რომელიც მალხაზ კობაურმა გამოძიებას პირველ ეტაპზე აღიარების კუთხით მიაწოდა, თანხვედრაშია საქმის მასალებთან. ბრალდებულმა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მიიყვანა, სადაც რაიან და ქელებ სმიტების მკვლელობა მოხდა. მან აღწერა მკვლელობის გარემოებები, რაც საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს ემთხვევა. ლორა ჯოი სმიტის ნაწილში, მან პირველ ეტაპზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. შემდეგ დადგინდა, რომ ის გაუპატიურებულია და შემდეგ წყალშია დამხრჩვალი სწორედ მალხაზ კობაურის მიერ“, - აცხადებს პროკურორი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს