დავით ყაზარაშვილი - ბრალდებამ მრავლად წარადგინა სასამართლოში მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ კობაურმა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა

ბრალდების მხარემ მრავლად წარადგინა სასამართლოში იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით, დღეის მდგომარეობით ადასტურებს, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ამოღებულ თოფზე მოკლული ბავშვისა და მალხაზ კობაურის დნმ ამოვიდა.

„სანადირო თოფი ამოღებულია ხადას ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწყემსების კარვის მიმდებარედ. აღნიშნული თოფით, საქმის მასალებით და მწყემსების ჩვენებებით, დგინდება, რომ სარგებლობდა მალხაზ კობაური. ამავდროულად, დგინდება ის ფაქტიც, რომ 2018 წლის 4 ივლისს, როცა შემთხვევა მოხდა, აღნიშნული თოფით მალხაზ კობაური იმყოფებოდა ხადას ხეობის იმ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა დანაშაული.

თოფზე აღმოჩენილია მალხაზ კობაურის და კელებ სმიტის, ანუ ბავშვის დნმ-ის პროფილები, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ამ ორ ადამიანს ჰქონდა შეხება თოფთან. ერთი ის, რომ მალხაზ კობაური უშუალოდ ფლობდა ამ იარაღს და ხელში ეჭირა. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად დგინდება ის, რომ ბავშვზე მიბჯენით არის ნასროლი.

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა უმეტესი მათგანის დაუშვებლად ცნობის თაოაბზე. მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტების, რომლებზეც მრავლად იყო საუბარი, თითქოს, ისინი ამით გარკვეულ გარემოებებს დაასტურებდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს, არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმესთან და მათი ჩატარების დროს დარღვეული იყო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები“, - აცხადებს პროკურორი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა