საქართველოს პრეზიდენტი აბუ-დაბის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს აბუ-დაბის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო და უსაფრთხოებისა და განათლების სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშილმა განაცხადა, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„საუბარი შეეხო როგორც გეოპოლიტიკას, ზოგადად, ისე რეგიონალურ პოლიტიკას. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებს, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით. გამოითქვა დიდი იმედი, რომ ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველო და არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთობლივად განახორციელებენ პროექტებს“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

აბუ-დაბის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი დაესწრნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს