მალხაზ კობაურის ადვოკატი - სპერმის არსებობა არ მიუთითებს ძალადობრივ დანაშაულს იძულებითი ფორმით

სპერმის არსებობა არ მიუთითებს ძალადობრივ დანაშაულს იძულებითი ფორმით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით მან პროკურატურის პოზიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ლორა სმიტის გაუპატიურება მის უკანა ტანში, ასევე, საცვალსა და მოკლე შორტზე აღმოჩენილი მალხაზ კობაურის სპერმით დასტურდება. როგორც ადვოკატი განმარტავს, მათ აღნიშნული მტკიცებულება ჯერ არ გამოუკვლევიათ, შესაბამისად, მათი მხრიდან დასკვნების გაკეთებაც ნაადრევი იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს ეს მტკიცებულებები გამოკვლეული და ეს უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე უნდა გამოვიკვლიოთ, თუმცა გეტყვით, რომ ეს საკმარისი არ არის, არც ერთი ბრალად წარდგენილი დანაშაულის დადასტურებისთვის. „თუ ჩვენ საუბარს ვიწყებთ გაუპატიურების ბრალდებასთან დაკავშირებით, სპერმის არსებობა არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს ამ აუცილებელ მაკვალიფიცირებელ შემადგენლობებს, რაც საჭიროა ამ კონკრეტული დანაშაულის ბრალდების წასარდგენად. სპერმის არსებობა არ მიუთითებს ძალადობრივ დანაშაულს იძულებითი ფორმით. ჩვენ ხომ ვუშვებთ ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა, თუნდაც ნებაყოფლობით განხორციელებულიყო და ამას არ გამორიცხავს ბრალდება.

როდესაც ასეთი ტიპის ბრალდება არის წარდგენილი, გამოძიების და ბრალდების პოზიცია უნდა დასაბუთდეს. გარდა სპერმის არსებობისა, აგრეთვე სხვა მტკიცებულებები, ძალადობის ნიშნები და ა.შ. უნდა არსებობდეს. ჩვენ გვაქვს საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დასტურდება, რომ არანაირი მექანიკური სახის დაზიანება, აწ გარდაცვლილ ლორა სმიტს არ გააჩნია. ეს მტკიცებულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის გამოსაკვლევი, რამდენად ნამდვილია, რამდენად სწორად არის ნიმუშების აღების პროცედურა შესრულებული და ამის შემდეგ შესაძლოა, ჩვენ გავაკეთოთ დასკვნა. მით უმეტეს, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სპერმის არსებობა ჩვენ საკმარის მტკიცებულებად ჩავთვალოთ კაცისა და ბავშვის, მით უფრო, ქალის მკვლელობის დასადასტურებლად“, - აცხადებს ადვოკატი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო