კახა კახიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კახა კახიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა არასამთავრობოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობას წინასაარჩევნო კამპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე არასამთავრობოებისა და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო წინასაარჩევნოდ უფრო ინტენსიური სამუშაო შეხვედრების ფორმატთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც კახა კახიშვილი მზად არის მოისმინოს და გაეცნოს მათ მიერ მოწოდებულ სხვადასხვა დარღვევებსა და ხარვეზებს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში.

შეხვედრაზე კახიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს აქტიურად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არასამთავრობო სექტორიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზში და შემდგომი რეაგირების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივა მისთვის მისასალმებელია.

„ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის რომ მთავრობას გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ვისაუბროთ იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ცხადია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები, იმისთვის რომ გვქონდეს კომუნიკაცია შესაბამის ორგანოებთან და იმ შემთხვევაში თუ არის პრობლემა, ეს პრობლემა იქნას გადაჭრილი. ჩვენ ამ დრომდე ასეთი კონსტრუქციული ფორმატი არ გვქონია და დღეს ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ჩვენი საკითხი ძალიან კონსტრუქციულ ფორმატში განვიხილეთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განაცხადებით, მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ამ ფორმატის არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება მთავრობასთან კომუნიკაცია მთელ რიგ საკითხებზე.

კახა კახაშვილმა ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენელს საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“,“ მრავალეროვანი საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნების, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, NDI-ს (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის), IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი), OSCE/ODIHR (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი )-ს, IFES-ს ( საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობა), COE-ის (ევროპის საბჭოს ოფისი), USAID -ის, აშშ საელჩოს, ევროკავშირის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა