კახა კახიშვილი - პენიტენციური სისტემის რეფორმის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება

2012 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ პენიტენციურ სისტემაში უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა, ბევრი რამ გაკეთდა რეფორმების კუთხით და შედეგად საქართველო ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში. იუსტიციის სამინისტრო დღესაც აქტიურად ახორციელებს რეფორმებს ამ მიმართულებით და ამას გააგრძელებს მომავალშიც, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

“თქვენ კარგად იცით, სოზარ სუბარმა რა მემკვიდრეობა ჩაიბარა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში. 2012 წლიდან ქართველმა ხალხმა მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეფორმების გატარება პენიტენციურ სისტემაში. ეს რეფორმები გრძელდება დღესაც და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება მომავალშიც”, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ჩატარებული რეფორმა შეფასებულია ექსპერტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

„სულ ახლახანს გაეროზე იყო წარდგენილი პენიტენციური სისტემის რეფორმა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმა 15 ქვეყანას შორის მსოფლიოში”, - განაცხადა კახიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ამ რეფორმით საზოგადოების მნიშვნელოვანი დაკვეთა შესრულდა.

„ზოგ შემთხვევაში კატასტროფული მდგომარეობა იყო სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, ტუბერკულოზთან დაკავშირებით, სუიციდის საკითხებთან მიმართებაში და წარმოიდგინეთ, 2012 წლიდან რამდენი, რა ენერგია დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დღესაც კი, იუსტიციის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის რეფორმა, ვინაიდან ეს არის განგრძობითი პროცესი”, - განაცხადა კახიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების კუთხით გავუსწარით არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში ქვეყნებს, არამედ პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში მყოფ ქვეყნებსაც კი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა