კახა კახიშვილი - ჩვენ ვეცდებით ნებისმიერი პროვოკაცია დროულად აღვკვეთოთ ოპონენტების მხრიდან

ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ხალხისგან დისტანცირება იყო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კომუნიკაცია აუცილებლად აღდგება. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოპოზიციის ქმედებებსა და შესაძლო რევულუციური სცენარის განვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვეცდებით ნებისმიერი პროვოკაცია დროულად აღვკვეთოთ ოპონენტების მხრიდან“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ხელწერაში არაფერი შეცვლილა, არაერთი ფერადი რევოლუცია ვნახეთ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

„იგივე სცენარით მიდის ყველაფერი. რა არის ამისთვის საჭირო?! - საჭიროა, რომ რაღაცა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია მთავრობის და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, უნდა გაჩნდეს ანტიგმირი, უნდა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები არიან ძალოვანი უწყებები და მათი ხელმძღვანელი პირები, ამის შემდეგ ხდება ოპოზიციის მხრიდან ძალის დემონსტრირება, დაუმორჩილებლობის მოთხოვნა ხალხისგან და ასეთი ტიპის განცხადებები უკვე კეთდება. ამის გვირგვინი არის, რომ თქვან - ჩვენ წაგვართვეს არჩევანი. ერთი მხრივ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც არ ასოცირდება სახელმწიფოს მართვასთან, თუმცა მეორე მხრივ, თუ არჩევანი იქნა მოპარული, უკვე საუბარი იწყება ქუჩაში გასვლაზე. ყველაფერს აკეთებს ოპონენტი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა იყოს გატარებული. ქუჩაში გასვლა კი მაშინ არის შესაძლებელი, თუკი არჩევნები ყალბდება. ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია, რომ ამაში ადამიანები დაარწმუნონ. ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი ხელისუფლების იყო ხალხისგან დისტანცირება. არ იყო კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებთან კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია უნდა აღდგეს“, - განაცხადა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო