კახა კახიშვილი -  პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი საკომუნიკაციო ფორმატი შექმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დამატებითი საკომუნიკაციო ფორმატი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა გადაცემის „იმედი LIVE“ ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა ახალი ტიპის ფორმატი, სადაც საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

„ეს სპეციალური სამუშაო ფორმატი იძლევა საშუალებას, კონკრეტულად მოხდეს ჭეშმარიტების დადგენა და თუ ვერ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრა, ამისთვის არის შემდგომი ინსტანციები, სადაც შესაძლებელია განცხადებების დაფიქსირება და საკუთარი პოზიციის დაცვა. როგორც უწყებათაშორისი კომისიის როლი, ასევე ეს ფორმატიც მნიშვნელოვანი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში“, - აღნიშნა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს