„პატრიოტთა ალიანსი“  ლოზუნგით - „არა მიშას, არა ნაცებს“,  ბათუმში აქციას მართავს

„არა მიშას, არა ნაცებს“,- ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აქციას მართავენ. პარტიის ლიდერები შეკრებილებს მოუწოდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძის არჩევა საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დაბრუნებას ნიშნავს.

"ყველამ გამოიღვიძოს, მოვიდეს აქციაზე და შემოგვიერთდეს. მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა ნიშნავს სააკაშვილის დაბრუნებას. ხალხო, არ დაუჭიროთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს. არა ნაცებს!"- განაცხადა დავით თარხან -მოურავმა სიტყვით გამოსვლისას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს