ანონსი  24 ნოემბერი

24 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით, სასტუმრო “ტიფლის პალასის” საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება კონფერენცია - “ახალი მიმართულებები და სამკურნალო მიდგომები კლინიკურ მედიცინაში”.

მის: ვახტანგ გორგასლის #3

საკონტაქტო პირი: ლიზა ერქომაიშვილი 595746440

24 ნოემბერს, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციისთვის კლინიკა „ალტრა ვიტა“ უპრეცედენტო მასშტაბის აქციას გამართავს.

საკონტაქტო ტელ.: 558 89 51 51; 032 2 43 15 51

მის.: საბურთალო, ისაკაძის ქ. N12 (ვაზისუბნის ქ.N12)

24 ნოემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერების პროექტის გახსნა გაიმართება. პროექტის მონაწილეებს, 15-18 წლის ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.

მის.: პაატა სააკაძის #1; ჩუღურეთი

საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595519451

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში უზენაესი საბჭოს წევრები განცხადებას გააკეთებენ.

მის.: კოსტავას ქ. #75

საკონტაქტო ტელ.: 551662525

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, კლუბში „ხიდი“ საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“ გაიმართება, რომლის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონფერენციას Google, Philips, Farfetch, techmafia, airbnb-ის, ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან.

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში, წნორის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას დაესწრება.

24 ნოემბერს, 12.30 საათზე, აგლაძის 34-თან, 1 კორპუსთან გაიმართება ბაზრობის გადატანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია.

საკონტაქტო: ტელ 558511032.

24 ნოემბერს, 12:40-13:10 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში, თელავის რაგბის სტადიონს დაათვალიერებს და ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდება.

24 ნოემბერს, 13:45-14:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთში, თელავის ტექნოლოგიურ პარკს დაათვალიერებს.

24 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სპორტსმენებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო