ლიკა მენთეშაშვილი - არჩევნებზე მისვლა ყველას ვალდებულებაა

მთაწმინდის რაიონში ,,სამოქალაქო მოძრაობა“ ჩამოყალიბდა. იდეის ინიციატორი ამ რაიონის მკვიდრი ზაზა რუსაძეა. მოძრაობაში ყოველდღიურად ერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები. რა მიზნები აქვს მოძრაობას, ამაზე ლიკა მენთეშაშვილი გვესაუბრება:

სამოქალაქო მოძრაობის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. მოვედი და შევუერთდი ამ ადამიანებს. ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარია გაერთიანებული. მე კარგად მესმის, რის ირგვლივაც გაერთიანდა ეს ხალხი. უამრავი ისტორიაა ჩემს ირგვლივ, როგორ დაიჩაგრნენ ადამიანები წინა ხელისუფლების პირობებში. ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ახლა ყველას გაუახლდა ის ტკივილი, რომელიც განიცადეს. სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც უდანაშაულო მოქალაქეები ციხისა და არაადამიანური ცხოვრებისთვის გაიმეტეს.

- როგორ შეძლო ასეთი ადამიანების გუნდმა, რომ ისევ გაუჩნდა შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების?

- ბევრს ვფიქრობ ამაზე და რთული საკითხია. მგონია, რომ ნაციონალურ მოძრაობას კი არ მისცეს ხმა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დააფიქისრეს უკმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს არ აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ნოსტალგია და ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების მე-2 ტურზე. ეს ყველას გააზრებული აქვს და ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

- თუ ვერ გაიმარჯვა ზურაბიშვილმა, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- სიმართლე გითხრათ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ჩვენ ხომ გვესმის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არეულობაზე და პარალელურად ოპოზიცია პირდაპირ აანონსებს ვადამდელ არჩევნებს და ქუჩის აქციებს. როდესმე ხომ უნდა შევდგეთ ცივილიზებულ საზოგადოებად და დავიმახსოვროთ, რომ ხელისუფლების შეცვლის გზა გადის მხოლოდ არჩევნებზე. შეუძელებელია გვინდოდეს ნატო და ევროკავშირი, ხელისუფლებას კი ვცვლიდეთ რევოლუციებით. ჩატარდეს საპრეზიდნეტო არჩევნები და მერე 2020 წელს გადაწყვიტოს ხალხმა ვინ უნდა. მანამდე იქნებ სხვა ახალი პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდნენ და არჩევანის საშუალება გაიზარდოს. დარწმუნებული ვარ, პირველი ტურის და ზოგადად ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ უფრო მეტად დავაფასებთ ამ პროცესს. ხალხი გახდება უფრო აქტიური, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ხალხშია ძალა. ხალხს როგორც უნდა და რაც უნდა ის გააკეთოს მთავრობამ. ახალგაზრდა ქვეყანა ვართ და ჯერ ძალიან მცირე გზა გვაქვს გავლილი. მიმოიხედეთ აბა, რეგიონში სად არის ასეთი პრცედენტები, რომ ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით. საპრეზიდნეტო არჩევნებზე ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მე-2 ტური.

- რას ელოდებით ამ არჩევნების შემდეგ?

- პირველ რიგში სიმშვიდეს. იმედი მაქვს ხელისუფლება 29 ნოემბრიდან დაიწყებს ცვლილებების პროცესს და საზოგადოება ცოტა შვებას იგრძნობს. ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რა უნდა დააშავო ისეთი, რომ ხალხს ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლისთავზეც კი ეშინოდეს შენი მობრუნების. არანაირად არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში დაიწყოს რევანში და ანგარიშსწორება. ეს დაუშვებელია. არ გვინდა 90-იანებში დაბრუნება. ეს უკვე ნანახი გვაქვს, 2003 წლიდან 2012-მდე რაც ხდებოდა, ესეც ნანახი გვაქვს. სწორედ ამიტომ მივდივარ 28 ნოემბერს არჩევნებზე და მჯერა, რომ ეს იქნება ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა