ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ ყველას, ვინც შესაძლო დანაშაულზე ფლობს ინფორმაციას, მოახდინოს პოლიციის ინფორმირება, რათა არჩევნებამდე მოხდეს რეაგირება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შს სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყების ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

„ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. არჩევნების გამოცხადების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას დანაშაულის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ. მზად ვართ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის