ანონსი  25 ნოემბერი

25 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს გახსნის.

მის.: რუსთაველის გამზ. #10

25 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მშენებლობის პროცესს დათვალიერებს.

25 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით შუახევში, სოფელ ხიჭაურს ეწვევა.

25 ნოემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის დრამატულ თეატრში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობალია მოსახლეობას შეხვდებიან.

25 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი ბრიფინგს გამართავს.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო ტელ.: 551 66 25 25

25 ნოემბერს, 13.00 საათზე, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლები, რუსთავში დაფუძნებული ანალოგიური სახელწოდების ორგანიზაციასთან ერთად, რუსთავში აწყობენ მსვლელობას. რუსთავიდან ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში შეუერთდებიან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მიტინგს.

საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე; 599509121; 570501156

25 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდება.

25 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. განახლებული მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თბილისის მერი, მთავრობის და პარლამენტის წევრები;

მის.: უზნაძის ქ. N-51

საკონტაქტო პირი ნინო ქურდაძე - 558 548 548

25 ნოემბერს, 16:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში სტუდენტთა იმიტირებული პროცესები და შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

25 ნოემბერს, 16:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ფეხბურთის აკადემიაში მოსახლეობას შეხვდება.

25 ნოემბერს, 17.00 საათზე, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

მის.: დ. უზნაძის ქ. #13

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, „იარტ გალერეაში” (IART GALLERY) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის „ღვთისშვილები“ ორგანიზებით, ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

მის.: დ. უზნაძის ქ. #1.

საკონტაქტო პირი გოგიტა მურცხვალაძე - 593 90 62 75

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს