პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა. "მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქის ლოცვა - კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის