გიორგი გახარია მურთაზ ზოდელავაზე - კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას, მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც

კოორდინატორმა მიხედოს თავის პარტიას, მე მივხედავ ჩემს ხალხს და ჩემს კუთხეს, ჩემს სამინისტროსაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მურთაზ ზოდელავას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ზოდელავას საქმე არ არის, სად იმყოფება იგი და რას აკეთებს. „საერთოდ არ არის მისი საქმე მე სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ რამე დამადასტურებელი აქვთ, ნება იბოძონ, წავიდნენ იქ, სადაც კანონს შეესაბამება. ახლა ხომ ვარ სამეგრელოში, არჩევნები რომ დასრულდება, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები და რა დაპირებებსაც გავცემ, ყველას შევასრულებ. ბატონმა კოორდინატორმა მიხედოს თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და ატაროს ბრიფინგები, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ინფორმაციით, ხობში კრიმინალური წარსულის მქონე, გია პერტია მათ კოორდინატორებზე, პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს. "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურთაზ ზოდელავას თქმით, პერტია „ბანდიტური გარჩევებით“ ცდილობს პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაშინებას. „შს მინისტრი იმყოფება აქ და იმის ნაცვლად, რომ მიხედოს ამ საქმეს, უტიფარ ტყუილებს გვთავაზობს. მინდა ვკითხო შს მინისტრს, ვის მხარეს არის, თადარიგის ოფიცრებისკენ, პოლიციის, ყოფილი პოლიციელის, თუ მრავალჯერ ნასამართლევი ბანდიტებისკენ?! სხვათა შორის გია პერტაიას განაჩენი დაუდგა 2016 წელსაც, ამ ხელისუფლების პირობებში და მას ჩამოერთვა მართვის უფლება, თუმცა დღეს ის რა ავტომობილითაც გადაადგილდება, დაფიქსირებულია და მისი წარდგენაც მოხდება პოლიციაში. არსებობს უამრავი კითხვა მინისტრთან, თუმცა ის დუმს. ან ილაპარაკოს ან წავიდეს და დაბრუნდეს თბილისში, იმ კაბინეტში, საიდანაც უნდა იმართებოდეს ლეგიტიმურად და სწორად შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება შსს ძველბიჭებთან ერთად "ჩაცუცქულმა" მინისტრმა მართოს", - განაცხადა ზოდელავამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა