ირმა ინაშვილი - როცა ჩვენ ვამბობთ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ჩვენ ვამბობთ, არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას

მწამებლებს საქართველოს არ დავუთმობთ. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. კოჰაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. მან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„ჩვენ დღეს საქართველოს ვიცავთ ყველანი. როცა ჩვენ ვამბობთ „არა ნაციონალურ მოძრაობას“ - ჩვენ ვამბობთ, არა პატიმრების წამებას. არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას. საქართველო ქართველი ხალხისაა, ბოკერიები და სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. იცოდეს ქალბატონმა სალომემ, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. ქალბატონი სალომე პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. კოჰაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს, არავისთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. ამიტომ, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა წარსულში დაბრუნებას. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, გავაერთიანოთ. აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს ველაპარკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება თუ ბრიუსელი. სოხუმშიც ჩავალ იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა“,- განაცხადა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: არა პატიმრების წამებას, არა ახალგაზრდების ქუჩაში მოკვლას, არა ქონების წართმევას, არა ჩვენი ქვეყნის მიწების ჩაბარებას - ირმა ინაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა