საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა