ზურაბ შამათავა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი და მეოთხე ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, შამათავა უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ხობში დააკავეს. შეტყობინების თანახმად, შამათავა ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა.

მისი ადვოკატის, დავით ახალაიას ინფორმაციით, შამათავა დღეს მომხდარ შემთხვევას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. „დაკავება არ მომხდარა, ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. შამათავას ვარაუდოთ, ეს უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, რაც ალბათ, ცალსახაა და ეს განცხადება ოქმშიც შეიტანეს“, - თქვა ახალაიამ.

ზურაბ შამათავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა. მას გარეთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ შამათავა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა