ხარაგაულის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ახალი ფრაქცია შეიქმნა. ახალი ფრაქცია დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ და დავით მაღლაფერიძემ შექმნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალი ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა განუცხადა, ის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს საკრებულოს წინაშე აქტიურად დააყენებს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ცალ-ცალკე არასდროს ყოფილან და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან“ ვარლამ ჭიპაშვილმა.

ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა