ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა „დედა ენასთან“ დაკავშირებული ინიციატივა წარადგინეს

პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენის“ იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ხდება იმისთვის, რომ ,,დედაენა“ რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ აღნიშნული წიგნით.

„დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდი გარდა იმისა, რომ არის საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.

საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, რაც კონვენციის შესაბამისად გულისხმობს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება რაც „დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო