რუსთავის თეატრში წიგნის ,,ქვემოქართლელი გულდებულები“ პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის თეატრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით - ,,ქვემოქართლელი გულდებულები“, რომელიც რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა ეროვნების, 90 ავტორის შემოქმედებას აერთიანებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, ქალაქ რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მწერალთა კავშირის წევრები, სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოცემულია ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა