ხელოვნების სასახლეში წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართება

ხელოვნების სასახლეში 27 ნოემბერს წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, 300 გვერდიანი ორენოვანი ალბომი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ხელოვნების სასახლის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. კატალოგი დღემდე გამოუქვეყნებელ, უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნებასა და კულტურაზე ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებზე გვიყვება.

კრებულისთვის, დამოუკიდებლობის წლებში არსებული ქართული პრესიდან (ძირითადად ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“) 72 გამორჩეული ამბავი შეირჩა, რომლებიც სრულფასოვნად ასახავენ ეპოქის სულისკვეთებას და ხელოვნების სასახლეში დაცულ ფოტოებთან, ესკიზებთან თუ ხელნაწერებთან ერთად ეროვნული კულტურის მარგალიტებზე - პირველ ქართულ ოპერასა („ქრისტინე“, „აბესალომ და ეთერი“ „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ) თუ მხატვრულ ფილმზე („ქრისტინე“) მოგვითხრობენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს