ზაზა ოქუაშვილი - „იბერიას“ ახალი ამბების თანამშრომლები დაახლოებით ორი დღის ხელფასის არ მიცემის გამო გაიფიცნენ

„იბერიას“ ახალი ამბების გაფიცვა იყო სუს-ის ჩარევით, ისინი გაიფიცნენ დაახლოებით ორი დღის ხელფასის არ მიცემის გამო“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური დავალიანება, რომელიც მას ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ჰქონდა, საწარმოს დახურვამ გამოიწვია, რომლის მუშაობის აღდგენის შემდეგ აღნიშნული თანხის ნაწილის გასტუმრება მოხდა.

„დამფუძნებელმა 50 მილიონი ჩადო ტელევიზიის აღდგენაში და მისცა წყარო, საიდანაც ტელევიზია ისაზრდოებდა. „იბერიას“ ახალი ამბების გაფიცვა იყო სუს-ის ჩარევით, ისინი გაიფიცნენ დაახლოებით ორი დღის ხელფასის არ მიცემის გამო. ასეთი არ უნდა ხდებოდეს. ასეთი ხალხი ითხოვს კომპენსაციას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაღწიო არა მხოლოდ საინფორმაციო სამსახურის 200 კაცის ხელფასს, არამედ 1500 კაცის ხელფასისთვის მოვიპოვო სამუშაო ადგილი და ამას მივაღწევ!“, - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა