www.georgita.ge – ახალი ონლაინ სუპერმარკეტი

შპს “ევროლაინი”-ს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტი ახლა უკვე თქვენს წინაშეა - უმაღლესი ხარისხი, მუდმივი ფასდაკლება და მიწოდების სწრაფი სერვისი ერთ სივრცეში www.georgita.ge-ზე !

www.georgita.ge გთავაზობთ მუდმივ, 5%-იან, ფასდაკლებას პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „ჯორჯიტას“ ერთგულ მომხმარებლებს ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ ევროპაში ცნობილი ბრენდების როგორც საკვები, ასევე საოჯახო ქიმიისა და ჰიგიენური კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

დღეიდან, ეწვიეთ ვებ-გვერდს, www.georgita.ge და ონლაინ კალათაში საუკეთესო ფასად მოათავსეთ ფრანგული და იტალიური მცენარეული ზეთი, ხელნაკეთი მაკარონი, გენუის ტრადიციული პესტო თუ ზღვის უნიკალური მარილი. მათთვის, ვინც მაღალი ხარისხის უგლუტენო პროდუქციას ეძებს, Dr.Schär-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა ახლა უკვე ჯორჯიტას ონლაინ დახლებზეა! წამყვანი ევროპული ბრენდების ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante”-ს გამორჩეული კოლექცია და ბევრი სრულიად ახალი პროდუქტი უკვე ინტერნეტ სივრცეში ელის ერთგულ მომხმარებლებს.

www.georgita.ge - ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები მუდმივი ფასდაკლებით!

სუპერმარკეტი „ჯორჯიტას“ ისტორია 17 წელს ითვლის. პირველი ევროპული სუპერმარკეტი საქართველოში 2001 წელს იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. კომპანიის სახელწოდება - „ჯორჯიტა“, სწორედ აქედან გამომდინარეობს - „ჯორჯია“ და „იტალია“. ჯორჯიტას ისტორიას ქმნიდა და შექმნის მისი ერთგული მომხმარებელი, რადგან წარმატების ფორმულა ორმხრივი ნდობისა და ერთგულების შედეგია.

ჯორჯიტას სუპერმარკეტების ქსელი თბილისის მასშტაბით 3 სუპერმარკეტს ფლობს: აკაკი წერეთლის გამზ. N.116, ს. ცინცაძის N.26, ო.თაქთაქიშვილის N12/12ა

ნოემბრის ბოლოს, ჯორჯიტას კიდევ ერთი ახალი მაღაზია შეემატება ქალაქს - ვაკე, შროშის ქ. #2.

თქვენთან შეხვედრის მოლოდინში...

ჯორჯიტა - ხარისხის მეგობარი

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა