ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ირმა ინაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „მზად არის აფხაზეთში გაემგზავროს პირდაპირი დიალოგის დასამყარებლად“.

„აფხაზურ საზოგადოებაში უკვე დიდი ხნის წინ გამოიმუშავეს იმუნიტეტი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამგვარი პოპულისტური განცხადებებისადმი, რომლებსაც აფხაზი ხალხისადმი რომანტიკული გრძნობები განსაკუთრებით არჩევნების წინ უჩნდებათ“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „გასული წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა რეგიონში შექმნილ რეალობას“.

„ქართველ კოლეგებს მინდა ვურჩიო, გამოავლინონ პოლიტიკური სიმწიფე და მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - აღიარონ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - დასძინა დე ფაქტო მინისტრმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის, დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებს და ცხინვალის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ინაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს