ქეთევან ციხელაშვილი ატოცში წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზისპირა სოფელში სამიოდე კვირის წინაც იმყოფებოდა, რა დროსაც სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათი საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია და წყლის ჭაბურღილის მშენებლობას, საქროლატოროს მოწყობასა და არსებულ ქსელთან დაერთებას მოიცავს. სამუშაო 2 თვეში დასრულდება და შედეგად, სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს.

„შევასრულეთ დანაპირები, რომელიც ატოცის მოსახლეობას მაშინ მივეცი, როცა აქ რუსულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა ამ სოფელშია დარჩენილი და გამყოფი ხაზის პირას მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელში. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ინტენსიური ტემპით ვმუშაობთ, რათა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი ყველგან გადაიჭრას.

„ამ სოფელს, რომელმაც რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია-მავთულხლართების გაბმა სულ ახლახან იწვნია, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდექით და სოფელს წყალი ძალიან მალე ექნება. ჭაბურღილის მშენებლობის სამუშაოები გუშინ დაიწყო. ქსელი კი უკვე მოწყობილია,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სამუშაოების დაუყოვნებლივ დასაწყებად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძალ-ღონე არ დაიშურეს.

სახელმწიფო მინისტრი სოფელ ატოცის საჯარო სკოლასაც ესტუმრა, სადაც პედაგოგებს შეხვდა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა